მეცნიერებმა აღმოაჩინეს პენალის გატანის საუკეთესო საშუალება...
ერთ-ერთი ბრიტანული უნივერსიტეტის ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფეხბურთელმა, რომელიც ასრულებს თერთმეტმეტრიან დარტყმას, კონცეტრაცია უნდა მოახდინოს იმაზე თუ საით აპირებს ბურთის გაგზავნას და თუ შესძლებს ყურადღება არ მიაქციოს მეკარეს. კვლევაში მონაწილეობა 18 სტუდენტი-მოხალისე. კვლევა ჩატარდა სენსორების გამოყენებით, რომლებიც აღნიშნავენ ფეხბურთელების მზერის მიმართულებას დარტყმის წინ. კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელის გრეგ ვუდის (greg wood) თქმით, ხალხი ანქცეტს აკეთებს იმაზე, რაც მათთვის საშიშროებას წარმოადგენს. პენალტის დარტყმის დროს ერთადერთ საფრთხეს წარმოადგენს მეკარე, ამიტომაც ფეხბურთელები აკვირდებიან მეკარეებს და ხშირად ცდილობენ გამოიცნონ მეკარის მოძრაობები. გრეგ ვუდის აზრით, პენალტის შემსრულებელმა უნდა დააიგნოროს მეკარე და მთელი ყურადღება დარტყმის კარგად შესრულებაზე უნდა გადაიტანოს. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მეკარები ხშირად იღებენ პენალტს, როდესაც დარტყმის წინ ცდილობენ ფეხბურთელის ყურადღებას მიქცევას.