პარასკევი, 2024-04-26, 6:57 AM
მოგესალმები Гость | RSS

NeW MaGiC

საიტის მენიუ
Block title
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია საიტი?
სულ პასუხი: 246
TV პროგრამა
Block title
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » გეოგრაფია

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 2
ნაჩვენებია მასალა: 1-2

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით


ევროპა — ქვეყნის ნაწილი, აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. მათ შორის საზღვრის ხაზის თაობაზე იხილეთ სტატია:ევროპა-აზიის საზღვარი.

გეოგრაფია 

ევროპის ფართობი დაახლოებით 10 მლნ კმ2-ია, მათ შორის კუნძულები შეადგენენ 730 ათას კმ2-ს. ევროპას გარს აკრავს ატლანტის და ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანეები და მათი ზღვები. ევროპის სანაპირო ხაზი ერთობ დანაწევრებულია, ნახევარკუნძულების (კოლის, სკანდინავიის, პირენეის, აპენინის, ბალკანეთის) წილად მოდის ევროპის ფართობის. მიუხედავად არცთუ ისე დიდი ფართობისა,ევროპა ბუნების მნიშვნელოვანი თავისებურებებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.მრავალფეროვანია არა მარტო ბუნება,არაბედ მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა,სამეურნეო საქმიანობა,მეურნეობის განვითარების ისტორია და მისი დონე,პოლიტიკური რუკა და სხვ. მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული 31 ქვეყნიდან 24 ევროპაშია,მათ შორის 4 დიდი "შვიდეულიდან". იგი საერთაშორისო ტურიზმის მთავარი რეგიონია,მასთან ყველაზე ძლიერ შეცვლილი ველური ბუნებით. ევროპა მსოლიო ცივილიზაციის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კერაა. მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიის ყველაზე ცნობილი 100 პიროვნებიდან, 71 ევროპელია. აქედან გადიოდა უძველესი სავაჭრო გზები. ახალი ქვეყნების აღმოჩენის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი ევროპას ეკუთვნის .


გეოგრაფია | ნანახია: 1928 | დაამატა: HellRider | თარიღი: 2010-07-14 | კომენტარი (0)


მსოფლიოს კლიმატური რუკა

კლიმატი ანუ ჰავა - გარკვეულ ადგილებზე წლიდან წლამდე განმეორებადი ამინდის ტიპია. კლიმატწარმომქმნელი ფაქტორებია: 1) მზის რადიაცია; 2)ატმოსფეროს ცირკულაცია; 3) ქვეშ არსებული ზედაპირის ხასიათი (უპირველესად ხმელეთის და წყლის თანაფარდობა)

მზის სითბოსა და ტენის გადანაწილებაზე მოქმედებს აგრეთვე კონტინენტების განფენილობა, სანაპირო ხაზის დანაწევრება, ადგილის აბსოლუტური სიმაღლე, მთების განლაგება, მთის ფერდობთა ექსპროპრიაცია, ოკეანური დინებები.

კლიმატი, როგორც ყველა მეტეოელემენტი, ზონალურია, თითოეულ ნახევარსფეროში გამოყოფენ 7 კლიმატურ სარტყელს:

  • 1) ეკვატორული კლიმატური სარტყელი
  • 2) სუბეკვატორული კლიმატური სარტყელი
  • 3) ტროპიკული კლიმატური სარტყელი
  • 4) სუბტროპიკული კლიმატური სარტყელი
  • 5) ზღვიური კლიმატური სარტყელი
  • 6) სუბარქტიკული და სუბანტარქტიკული კლიმატური სარტყელი
  • 7) არქტიკული კლიმატური სარტყელი
გეოგრაფია | ნანახია: 1892 | დაამატა: HellRider | თარიღი: 2010-07-14 | კომენტარი (1)

Block title
ტესტები
Block title
ძებნა
საიტის მეგობრები
Block title
შესვლის ფორმა

Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz