პარასკევი, 2024-04-26, 3:00 PM
მოგესალმები Гость | RSS

NeW MaGiC

საიტის მენიუ
Block title
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როგორია საიტი?
სულ პასუხი: 246
TV პროგრამა
Block title
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2010 » ივლისი » 14
                               
Universal დანიშნა ჯონ კარპენტერის ფილმის 'The Thing' პრიკველის გამოსვლის თარიღი. რეჟისორ მატეის ვან ჰეინგენის ფილმი გამოვა 29 აპრილს 2011 წელს. მოქმედება ვითარდება სამეცნიერო ბაზაზე ანტაარკტიდაში, სადაც მეცნიერებმა შემთხვევით გამოუშვეს თავისუფლებაზე ურჩხული, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ცხოველად ან არსებად გადაქცევა. ამ არსებას ეძინა ყინულში უამრავი მილიონი წელი, მაგრამ ის გააღვიძეს, და ახლა ის ეცდება კაცობრიობის განადგურებას.
ნანახია: 990 | დაამატა: HellRider | თარიღი: 2010-07-14 | კომენტარი (0)

                                   
ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა პირველი არაოფიციალური კადრები 'კარიბის ზღვის მეკობრეების' გადასაღებ მოედნიდან. სურათებზე გამოსახულია ჯონი დეპი, რომელიც ასრულებს კაპიტან ჯეკ ბეღურას როლს. ფოტოსურათები ამტკიცებენ იმას, რომ პროექტმა გადალახა ფინანსური და სხვა დანარჩენი პრობლემები და გადაღების სტადიაზეა, ანუ სხვა სიტყვით გადაღებები სინამდვილეში დაიწყო. გაგახსენებთ, რომ ბეღურას მეგობარი გოგონას როლზე ოფიციალურადაა დანიშნული პენელოპა კრუსი. რაც ეხება სიუჟეტს – ის ჯერჯერობით ბინდითაა მოფენილი და თან არაოფიციალურია. გადაღებები ჰავაის კუნძულებზე მიმდინარეობს. ფილმის გამოსვლა დიდ ეკრანებზე იგეგმება 2011 წლის მაისში.
ნანახია: 1129 | დაამატა: HellRider | თარიღი: 2010-07-14 | კომენტარი (1)

                                    
ბრიტანელი მსახიობი რობერტ პატისონი, რომელმაც ვამპირის როლი შეასრულა 'ბინდის' ორ ნაწილში ვლად III შორეული ნათესავი აღოჩნდა, რომელსაც მეტსახელად დრაკულას უწოდებდნენ და რომელიც ერთსახელოვანი ლიტერატურული პერსონბაჟის პროტოტიპად ითვლება. როგორც იუწყება AFP, ასეთი დასკვნა გამოიტანეს საიტი Ancestry.com–ის მკვლევარებმა, რომელიც გენეოლოგიას ეძღვნება. პატისონის გენეოლოგიური ხის შესწავლისას მკვლევარებმა აღოაჩინეს, რომ ის დაკავშირებულია დრაკულასთან ბრიტანული სამეფო ოჯახის მხრიდან. მათი ცნობებით, მსახიობი ბრიტანელი პრინცების უილიამის და გარის შორეული ნათესავია, ისინი კი თავის რიგში, რუმინელი თავადის შთამომავლები არიან, რომელიც მე–XV საუკუნეში ცხოვრობდა.
ნანახია: 1230 | დაამატა: HellRider | თარიღი: 2010-07-14 | კომენტარი (1)

                                   
მეტ დეიმონს მოლაპარაკება მიყავს იმის შესახებ, რომ მონაწილეობა მიიღოს ფილმში 'ჩვენ ვიყიდეთ ზოოპარკი'. ფილმი ბენჯამინ მის მემუარების ეკრანიზაცია იქნება, რომელმაც სინამდვილეში იყიდა გაკოტრებული ზოოპარკი ინგლისში, და მთელი თავისი ფული დახარჯა იმის გამო რომ არ გამქრალიყო ცხოველების იშვიათი ჯიშები. ისტორია მოგვითხრობს მამაკაცზე, რომელსაც ცხოვრებამ ძალიან დიდი სირთლეები დაახვედრა წინ: ტვინის კიბოთი დაავადებული ცოლის მოვლა, ბავშვების აღზრდა და სწავლა, გაქცეული ვეფხვების დაჭერა, ზოგიერთი იშვიათი და განადგურების პირას მყოფი ცხოველების გაზრდა და ბოლოს და ბოლოს ზოოპარკის გახსნა ხალხისთვის. სცენარს წერს ელინ ბროშ მაკენა, რეჟისორებისვინაობა ჯერ არაა ცნობილი. ფილმის მწარმოე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 966 | დაამატა: HellRider | თარიღი: 2010-07-14 | კომენტარი (0)

                                     
როდესაც «შერლოკ ჰოლმსი» გამოვიდა, ფილმის ერთერთი ბონუსი იყო ის რომ შეგვეძლო გვევარაუდა – ვინ იჯდა სინამდვილეში ჩაბნელებულ ეტლში და პროფესორ მორიარტის როლს ასრულებდა, რომელიც ჩვენ ფილმის ბოლომდე მაინც ვერ ვნახეთ. თავისებური კონსენსუსიც კი გაჩნდა: ყველა თვლიდა რომ ეს იყო ბრედ პიტი და ფრანშიზის მომდევნო ნაწილში სამსახიობო ანსამბლი კიდევ უფრო დედებული გახდებოდა: რობერტ დაუნი უმცროსი, ჯად ლოუ და ბრედ პიტი მარკ სტრონგის მაგივრად. თუმცა შემდეგ გაი რიჩიმ ეს ჭორი უარყო: არ ყოფილა პიტი ფილმის პირველ ნაწილში და არც მეორეში იქნება. ამის მაგივრად ის ოცნებობს, რომ მეორე ფილმში პროფესორ მორიარტის როლი შეასრულოს დენიელ დეი–ლიუისმა. ლიუისმა თუ არა ჰავიერ ბარდემმა ან გა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1031 | დაამატა: HellRider | თარიღი: 2010-07-14 | კომენტარი (0)

                                    
ჰონკონგელი მომღერალი აარიფ ლი თავის ცნობილ მოგვარეს ბრიუს ლის როლს შეასრულებს ახალ ბიოგრაფიულ ფილმში, გვაცნობებს AP. ახალი ფილმის სიუჟეტი, რომლის სახელწოდებაა 'ბრიუს ლი:ჩემი ძმის ისტორია' (Bruce Lee: My Brother's Story), აიგება 18 წლის ლის ირგვლივ, რომელიც ემზადება ამერიკაში გამგზავრებისთვის, სადაც მსახიობის კარიერის გაკეთება სურს. სურათის გადაღებებით დაკავდება კომპანია Media Asia ჩინელ პარტნიორებთან ერთად. აზიაში სურათის გამოშვებას გეგმავენ 27 ნოემბერს – ბრიუს ლის დაბადების დღისთვის. ჯერ უცნობია გამოვა თუ არა ფილმი ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში.
ნანახია: 981 | დაამატა: HellRider | თარიღი: 2010-07-14 | კომენტარი (0)

                                
რაც არ უნდა საკვირველი იყოს, მუშაობა 'ჩექმებიან კატაზე' სინამდვილეში მიდის. 'შრეკი' – ყველაფერი ეს, ექს ფრანშიზაა, მაგრამ ჭინჭყლი კატა მოწყენილი თვალებით ანტონიო ბანდერასის გახმოვანებაში დაბრუნდება ჩვენთან მომავალი წლის ნოემბერში. ჯერჯერობით კი DreamWorks Animation ავრცელებს სურათებს ჩექმებიანი კატის და მისი შეყვარებულის გამოსახულებით, რომელსაც გაახმოვანებს სალმა ჰაიეკი. ფილმში საუბარი წავა ჯერ კიდევ არც ისე გამოცდილ ჩექმებიან კატაზე, რომელიც კრიმინალურ ავტორიტეტთან, ბრძენ შალტაი–ბალტაისთან და ერთ ქუჩის კატასთან ძალებს გააერთიანებს და ეცდება ბატის გატაცებას, რომელიც ოქრის კვერცხებს დებს.
ნანახია: 717 | დაამატა: HellRider | თარიღი: 2010-07-14 | კომენტარი (1)

Block title
ტესტები
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
Block title
ძებნა
საიტის მეგობრები
Block title
შესვლის ფორმა

Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz